ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრი სამუშაოდ იწვევს ჟურნალისტებს

2014.01.24  |  18:43
ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრი სამუშაოდ იწვევს ჟურნალისტებს

ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრი (www.icn.ge) სამუშაოდ იწვევს ჟურნალისტებს ქვემო ქართლის რეგიონიდან. განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა - 2014 წლის 5 თებერვალი. ანაზღაურება 300–დან 500 ლარამდე.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ CV მისამართზე: jobs@16100.ge გასაუბრებისთვის დაუკავშირდებიან მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

 

სამუშაო აღწერილობა - ჟურნალისტი ასახავს მიმდინარე მოვლენებს მისთვის დავალებული საკითხის ან გეოგრაფიული ზონის მიხედვით.

 

მოთხოვნები - კომპიუტერული საოფისე პროგრამებისა და ინტერნეტის კარგი ცოდნა; ჟურნალისტად მუშაობის გამოცდილება; დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი და მოტივაცია;

 

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საინფორმაციო ცენტრების ქსელის რედაქტორს: info@16100.ge

 

საინფორმაციო ცენტრების ქსელი დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც ამუშავებს კახეთის (www.ick.ge) მცხეთა – მთიანეთის (www.icmm.ge) და ქვემო ქართლის (www.icn.ge) საინფორმაციო ცენტრებს, ასევე საინფორმაციო ცენტრს 16 100 (www.16100.ge);