საინფორმაციო ცენტრების ქსელი აცხადებს ვაკანსიას ჟურნალისტის პოზიციაზე

2013.09.10  |  20:26
საინფორმაციო ცენტრების ქსელი აცხადებს ვაკანსიას ჟურნალისტის პოზიციაზე

საინფორმაციო ცენტრების ქსელი სამუშაოდ იწვევს ჟურნალისტებს კახეთის, ქვემო ქართლის, მცხეთა – მთიანეთის რეგიონებში, თბილისში. განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა - 2013 წლის 15 სექტემბერი. ანაზღაურება 300–დან 500 ლარამდე.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 100 სიტყვისა, დასახელებაში მიუთითონ თანამდებობის სათაური). მისამართზე: jobs@16100.ge არასრული განაცხადები არ განიხილება. გასაუბრებისთვის დაუკავშირდებიან მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

 

სამუშაო აღწერილობა - ჟურნალისტი ასახავს მიმდინარე მოვლენებს მისთვის დავალებული საკითხის ან გეოგრაფიული ზონის მიხედვით.

 

მოთხოვნები - კომპიუტერული საოფისე პროგრამებისა და ინტერნეტის კარგი ცოდნა; უმაღლესი განათლება; ჟურნალისტად მუშაობის გამოცდილება; დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი და მოტივაცია;

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საინფორმაციო ცენტრების ქსელის რედაქტორს: info@16100.ge

 

საინფორმაციო ცენტრების ქსელი დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც ამუშავებს კახეთის (www.ick.ge), მცხეთა – მთიანეთის (www.icmm.ge) და ქვემო ქართლის (www.icn.ge) საინფორმაციო ცენტრებს. საინფორმაციო ცენტრი 16 100 (www.16100.ge) საინფორმაციო ცენტრების ქსელის ახალი პროექტია, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით ხორციელდება.