ახალი ამბები კულტურა

 (photo: )

ქვემო ქართლში ანსამბლებს და სამუსიკო სკოლებს მუსიკალური ინსტრუმენტები გადაეცეთ

2015.11.27  |  11:11

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ მანანა ბერიკაშვილმა, რეგიონებში კულტურის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თეთრიწყაროს და წალკის ფოლკლორულ ანსამბლებს, ასევე ქალაქ რუსთავის სამუსიკო სკოლებსა და ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო დრამატული თეატრის ანსამბლს საჩუქრად მუსიკალური ინსტრუმენტები გადასცა. 

სრულად
 (photo: )

10 ოქტომბერს რუსთავქალაქობა გაიმართება

2015.10.09  |  14:10

10 ოქტომბერს „რუსთავქალაქობა 2015“ -ს აღნიშნავენ. რუსთავის მერიის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოეწყობა რუსთაველი მხატვრების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ნამუშევრების, ასევე ისტორიული მუზეუმის ექსპონატების გამოფენა. საკონცერტო ნომრები კი ორ სცენაზე იქნება წარმოდგენილი. მერიის შენობის მიმდებარედ, რუსთაველის ქუჩაზე, სპორტული ავტომანქანების გამოფენა მოეწყობა; კოსტავას გამზირზე, ქართულ ნაციონალურ კერძებს წარმოადგენენ ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტები.

სრულად
 (photo: )

დმანისის რაიონში I-IV საუკუნის ნამოსახლარები და სამაროვნები აღმოაჩინეს [Photos]

2015.07.19  |  12:07

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადთან და სოფელ ბოსლების მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი წელთაღრიცხვის I-IV საუკუნეებით დათარიღებული ნამოსახლარები და სამაროვნები აღმოაჩინეს. სამაროვნებს, „საქართველოს მელიორაციის“ მიერ, სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის დროს წარმოებული სამუშაოებისას მიაკვლიეს.  

სრულად
 (photo: )

ნინა სუბლატი „ევროვიზიის“ ფინალურ ტურში იმღერებს [Video]

2015.05.20  |  11:05

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გამართულ „ევროვიზიის“ კონკურსის პირველ ნახევარფინალში, რომელშიც 16 მომღერალი მონაწილეობდა ქართველი შემსრულებელი ნინა სუბლატი ბოლო, მე-16 ნომრად გამოვიდა. საკუთარი დაწერილი სიმღერით „Warrior“, მომღერალი 10 ფინალისტს შორის მოხვდა და ფინალურ ტურში გადავიდა, რომელიც 23 მაისს გაიმართება.

სრულად
 (photo: )

სოფელი იმირი შესაძლოა პირველი ადგილი აღმოჩნდეს, სადაც ღვინო პირველად დაიწურა

2015.04.27  |  18:04

არქეოლოგიური გათხრების შედეგად ქვემო ქართლში აღმოჩენილია VI ათასწლეულით დათარიღებული, უძველესი ყურძნის წიპწები. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კომპლექსური კვლევის შედეგად დგინდება, რომ ველური ვაზი ადამიანმა პირველად საქართველოს ტერიტორიაზე მოიშინაურა და შემდეგ უკვე კულტურული ვაზისგან ღვინო დაწურა. კერამიკული ჭურჭლის ანაფხეკებში აღმოჩენილია კულტურული ვაზის მტევრის მარცვლები, რაც ამ ჭურჭელში ღვინის არსებობის დასტურია.

სრულად
 (photo: )

საყდრისის მაღაროში აღმოჩენილი არტეფაქტები ბოლნისის ახალ მუზეუმში გამოიფინება

2015.04.01  |  13:04

საყდრისის მაღაროში აღმოჩენილი არტეფაქტები ბოლნისის ახალ მუზეუმში გამოიფინება. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის ინფორმაციით, ახალ მუზეუმში გარდა საყდრისისა, ქვემო ქართლის სხვა მნიშვნელოვანი კოლექციებიც შეინახება.

სრულად
 (photo: )

მსახიობი ოთარ კობერიძე გარდაიცვალა

2015.03.09  |  17:03

90 წლის ასაკში მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი ოთარ კობერიძე გარდაიცვალა. საქართველოს სახალხო არტისტი 1956 წლიდან კინოსტუდია ქართულ ფილმის მსახიობი და რეჟისორი იყო.

სრულად
 (photo: )

სალომე ჭანტურიძე – მინისტრმა თქვა, რომ დაეყრდნო მუზეუმის და ძეგლთა დაცვის სააგენტოს დასკვნას

2014.12.16  |  11:12

გუშინ საღამოს საყდრისის დამცველები კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეიკრიბნენ. „მგორავი ქვები საყდრისიდან“ ასე ერქვა აქციას და კიბეზე, რომელზეც თანამშრომლებს უნდა ჩამოევლოთ, საყდრისიდან წამოღებული ქვები ეწყო, რაც სიმბოლურად იმას ნიშნავდა, რომ თითოეული ადამიანი პირადად გადაუვლიდა ძეგლს. სწორედ ამ უწყების მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ მისცა უფლება ინვესტორს, დაეწყო ძეგლის ხელყოფა.

სრულად
 (photo: )

ნიკა ვაჩეიშვილი – საყდრისის მაღაროს აფეთქებაზე

2014.12.15  |  20:12

13 დეკემბერს, დილით „არემჯი გოლდმა“ გერმანელი და ქართველი არქეოლოგების ნაწილის მიერ მსოფლიოში უძველეს ოქროს მაღაროდ მიჩნეულ არქეოლოგიურ ობიექტზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები და აფეთქებები დაიწო. ამ მოვლენებს ეხმაურება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, კულტურის ყოფილი მინისტრი და ძეგლთა დაცვის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი.  

სრულად
 (photo: )

საპატრიარქოს საგანგებო განცხადება საყდრისის მაღაროს აფეთქებასთან დაკავშირებით

2014.12.15  |  11:12

საქართველოს საპატრიარქომ საგანგებო განცხადება გაავრცელა კომპანია „RMG GOLD“–ის მიერ საყდრისის მაღაროს აფეთქებასთან დაკავშირებით. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

სრულად