ახალი ამბები განათლება

 (photo: )

საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება

2015.11.26  |  08:11

საქართველოს მასშტაბით, საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, არდადეგები 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. სასწავლო პროცესი 15 იანვარს განახლდება.

სრულად
 (photo: )

პედაგოგებისა და მასწავლებლობის მსურველთა საგნის გამოცდისთვის რეგისტრაცია 30 სექტემბერს დაიწყება

2015.09.25  |  11:09

30 სექტემბერს საგნის გამოცდისთვის პედაგოგებისა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყება და 13 ოქტომბრის 18:00 საათამდე გასტანს. გამოცდას კი აპლიკანტები იანვარში ჩააბარებენ. ყველა აპლიკანტს უფლება აქვს დარეგისტრირდეს ელექტრონულად (მხოლოდ ერთი საგნის გამოცდის ჩასაბარებლად) ვებგვერდებზე: www.naec.ge და online.naec.ge.

სრულად
 (photo: )

პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაციის დასრულებამდე 3 დღე დარჩა

2015.09.25  |  07:09

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 27 სექტემბერს სრულდება. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, სახელმწიფოს სრული დაფინანსებით, დაეუფლონ სასურველ პროფესიას: ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, მომსახურებისა და სხვა მიმართულებებით.

სრულად
 (photo: )

სტუდენტთა მობილობის პროცესი დაიწყო

2015.08.03  |  10:08

2015 – 2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სტუდენტთა მობილობის პროცესი დაიწყო. მობილობაში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტები www.students.eqe.ge –ზე 20 აგვისტოს 18:00 საათამდე უნდა დარეგისტრირდნენ. ამ ვადის განმავლობაში სტუდენტს შეუძლია პრორიტეტების მიხედვით ხუთი საგანმანათლებლო პროგრამა აირჩიოს. მობილობაზე 13 797 ვაკანტური ადგილია გამოცხადებული.  

სრულად
 (photo: )

21 სპეციალობაზე სწავლას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს

2015.07.19  |  13:07

სახელმწიფო უმაღლეს დაწესებულებებში ბაკალავრიატის რამდენიმე წამყვანი მიმართულების 21 სპეციალობაზე სტუდენტთა სწავლის სრული კურსი (4 წელი) ბიუჯეტიდან დაფინანსდება. ჩამონათვალში იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიც არის, სადაც უფასო მიმართულებებისთვის 228 ადგილი გამოიყო. წელს 8 უნივერსიტეტში სულ 5 653 ადგილია გამოყოფილი.

სრულად
 (photo: )

პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ რეგისტრაცია დაიწყო

2015.07.10  |  17:07

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა პროგრამაზე „ასწავლე საქართველოსთვის“ რეგისტრაცია დაიწყო. დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის გავლა საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ გვერდზე hr.gov.ge 16 ივლისამდე შეუძლიათ.

სრულად
 (photo: )

2 ივლისიდან ეროვნული გამოცდები იწყება

2015.06.30  |  12:06

2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყება და 22 ივლისამდე გაგრძელდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,  2-3 ივლისს აბიტურიენტები პირველ გამოცდას (პირველი სესია 8:00 საათზე, ხოლო მეორე სესია 14:00 საათზე) ქართული ენასა და ლიტერატურაში ჩაბარებენ.  

სრულად
 (photo: )

17 ივნისს მე -11 კლასის მოსწავლეების გამოსაშვები გამოცდები დაიწყება

2015.06.16  |  12:06

17 – 20 ივნისს, საჯარო სკოლებში მე -11 კლასელებისათვის გამოსაშვები გამოცდები ჩატარდება. მოსწავლეები გამოცდას  4 საგანში  (გეოგრაფია, ფიზიკა, ბიოლოგია, ქიმია) ჩააბრებენ. ეს ის საგნებია, რომელთა სწავლაც მე-11 კლასში  დაასრულდა. გამოსაშვები გამოცდები კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების ქართული მოდელით (Gcat) ჩატარდება.  

სრულად
 (photo: )

ატესტატების გაცემა 20 ივნისიდან დაიწყება

2015.06.04  |  12:06

ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატების გაცემა იუსტიციის სახლებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში 20 ივნისიდან დაიწყება. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც სკოლა მიმდინარე წელს დაამთავრეს, ატესტატი 31 დეკემბრამდე უფასოდ გადაეცემათ.

სრულად
 (photo: )

მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემა აზერბაიჯანულ, რუსულ და სომხურ ენებზე ითარგმნა

2015.05.28  |  14:05

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა „ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის მხარდამჭერის“ პროგრამის ფარგლებში მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა აზერბაიჯანულ, რუსულ და სომხურ ენებზე თარგმნა.

სრულად

მულტიმედია