ახალი ამბები ეკონომიკა

 (photo: )

მარნეულში მზის სათბურები მოეწყობა

2015.11.27  |  08:11

მარნეულში სადემონსტრაციო სათბურების მშენებლობა დეკემბერში დასრულდება. სათბურები 5 ჰექტრამდე მიწის ფართობზეა და ტერიტორიაზე მზის სათბურების, ერთსივრციანი სათბურები და სხვა დამხმარე ნაგებობები საქართველო-ჩინეთის ერთობლივი პროექტის ფარგლებში  აშენდება.

სრულად
 (photo: )

2016 წელს საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამა გაგრძელდება

2015.11.27  |  07:11

„ხელისუფლებას ჰქონდა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის სამწლიანი პროგრამა, თუმცა გადაწყვეტილია, რომ ეს პროგრამა 2016 წელსაც გაგრძელდება და ჩვენ უფასოდ ჩავატარებთ საგაზაფხულო სამუშაოებს მოსახლეობისთვის, ასევე გავაგრძელებთ მეწარმეების დახმარებას“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.  

სრულად
 (photo: )

„გარდაბნის თბოსადგურს“ ტარიფი დაუდგინდა

2015.11.16  |  10:11

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ შპს „გარდაბნის თბოსადგურს“ გარანტირებული სიმძლავრის საფასური და ელექტროენერგიის წარმოების ზღვრული ტარიფი (ზედა ზღვარი) დაუდგინა. კომისიის გადაწყვეტილებით შპს „გარდაბნის თბოსადგურს“ გარანტირებული სიმძლავრის საფასური – 366 173 ლარი/დღე, ხოლო გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ზღვრული ტარიფი (ზედა ზღვარი) 6.659 თეთრი/კვტსთ-ით განისაზღვრა.

სრულად
 (photo: )

გარდაბანში სამშენებლო მასალების საწარმო გახსნება

2015.11.10  |  14:11

გარდაბნის რაიონში მსოფლიოში ერთ-ერთმა ცნობილმა კომპანიამ „ჰენკელი“ საწარმოს მშენებლობა დაიწყო. წარმოებული პროდუქცია წებოვანი სამშენებლო მასალები გაიყიდება როგორც ადგილზე, ასევე მოხდება ექსპორტი სომხეთსა და აზერბაიჯანში.

სრულად
 (photo: )

მეფუტკრეობის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო

2015.10.15  |  10:10

„მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში“ მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო. დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის გავლა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე: acda.gov.ge  შეუძლიათ. 

სრულად
 (photo: )

მარნეულში ქვესადგურის მშენებლობა დაიწყო

2015.10.09  |  12:10

მარნეულში ქვესადგურის მშენებლობის დაწყების ცერემონია გაიმართა. 500 კილოვატიანი ქვესადგური აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით აშენდება. სამუშაოებს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” განახორცილებს. ობიექტის მშენებლობა 50 მილიონი ევრო ჯდება და ის ექსპლუატაციაში 2016 წლის მეორე ნახევარში უნდა შევიდეს.  ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის თქმით, აღნიშნული პროექტი ენერგეტიკისა და ეკონომიკის განვითარებას ხელს შეუწყობს.

სრულად
 (photo: )

წალკაში რძისა და რძის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნება

2015.10.06  |  06:10

კომპანია „წალკის რძის პროდუქტები“ რძისა და რძის პროდუქტების გადამამუშავებელ საწარმოს გახსნის. ამ მიზნით კომპანიას „აწარმოე საქართველოში” ფარგლებში წალკაში, კლდეკარის ქუჩაზე მდებარე 2000.00 კვადრატული მეტრი არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა- ნაგებობა საკუთრებაში სიმბოლურ  ფასად 1 ლარად გადაეცა.

სრულად
 (photo: )

თეიმურაზ კობახიძის ვიდეობლოგი – 100 ახალი საწარმოდან ერთ–ერთი მე ვარ, გაკოტრების პირზე [Video]

2015.09.10  |  08:09

თეიმურაზ კობახიძეს თეთრიწყაროს რაიონში თხების ფერმა და რძის გადამამუშავებელი საწარმო აქვს. მისი საწარმო 100 ახალი საწარმოდან ერთ–ერთია. ფერმერი ამბობს, რომ გაკოტრების პირზეა, რადგან ზაფხულში მომხდარი სტიქიის შემდეგ ფერმასთან მისასვლელი გზა აღარ არსებობს, პროდუქციის გაყიდვა უჭირს, ხელისუფლებიდან კი ყურადღებას არავინ აქცევს.

სრულად
 (photo: )

გარდაბნის თბოსადგურზე ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გაიცა

2015.09.07  |  15:09

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ შპს „გარდაბნის თბოსადგურზე“ ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გაიცა. ლიცენზიის შესაბამისად, თბოსადგურმა უნდა განახორციელოს ელექტროენერგიისწარმოებისსაქმიანობადა მიაწოდოს ელექტროენერგია კვალიფიციურ სუბიექტებს „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად.

სრულად
 (photo: )

ქვემო ქართლში პირუტყვის გადასარეკად საჭირო ინფრასტრუქტურა შენდება

2015.09.07  |  15:09

ქვემო ქართლში პირუტყვის გადასარეკად საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით,  გარდაბნისა და მარნეულის რაიონის ტერიტორიაზე პირუტყვის გადასარეკად საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობა უკვე დაიწყო. ამ მიზნით სპეციალურად შერჩეულ ადგილებში ბიოუსაფრთხოების ორი პუნქტი მოეწყობა.

სრულად

მულტიმედია