ახალი ამბები ადამიანის უფლებები

 (photo: )

პატრულს პირის ნარკოტესტირებაზე გადაყვანა მხოლოდ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის დროს შეეძლება

2015.10.16  |  13:10

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, პოლიციას, პატრულს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლება პირის გადაყვანა ნარკოტესტირებაზე, თუკი მას უფიქსირდება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა ან რაიმე სხვა ტიპის დანაშაული.

სრულად
 (photo: )

გიგი უგულავა პატიმრობიდან გათავისუფლდა

2015.09.18  |  06:09

დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა პატიმრობიდან გათავისუფლდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ, გვიან საღამოს მიიღო.

სრულად
 (photo: )

პატიმრები დაწესებულებებში საშიშროების რისკის მიხედვით მოთავსდებიან

2015.07.10  |  17:07

სასჯელაღსრულების სამინისტროში მსჯავრდებულების გადანაწილების ახალი წესი დამტკიცდა. პატიმრები 4 სახის საშიშროების რისკის მიხედვით შეირჩევიან - დაბალი, საშუალო, მომატებული და მაღალი. ამ კატეგორიას მათ მულტიდისციპლინური ჯგუფი, შეფასების შემდეგ მიანიჭებს. უწყების ცნობით, შერჩევის მთავრი კრიტერიუმი დისციპლინა და დანაშაულის სიმძიმეა.

სრულად
 (photo: )

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია renessans.ge–ს ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტების გამოძიებას ითხოვს

2015.06.23  |  20:06

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება საინფორმაციო ცენტრების ქსელის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ვებგვერდ renessans.ge–ზე კარიკატურის გამოქვეყნების გამო, ონლაინ – გამოცემის ჟურნალისტებზე ზეწოლის და მუქარის ფაქტებს ეხება.

სრულად
 (photo: )

სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე გამოსახლების შესაძლებლობა შესაძლოა გაუქმდეს

2015.05.19  |  17:05

პოლიციის მიერ უძრავი ქონებიდან მფლობელის სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე გამოსახლების შესაძლებლობა, შესაძლოა გაუქმდეს. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს განიხილეს. კომიტეტის წევრებმა საკითხის პარლამენტში ინიცირებას მხარი დაუჭირეს.

სრულად
 (photo: )

სახალხო დამცველმა ოსური თემის მიგრაციასთან დაკავშირებით ანგარიში მოამზადა

2015.03.17  |  11:03

საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოში მცხოვრები ოსური თემის მიგრაციასა და მოქალაქეობასთან დაკავშირებულ ცალკეულ პრობლემებზე სპეციალური ანგარიში მოამზადა.

სრულად
 (photo: )

განათლების სამინისტრო – ბავშვის უფლებების უხეში დარღვევა არავის ეპატიება

2015.03.16  |  15:03

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სამეგრელოში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ყველა თაობა საქართველოსთვის“ გამართული ფილმის ჩვენებაზე სკოლის მოსწავლეთა დასწრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

სრულად
 (photo: )

ადამიანის უფლებათა კომიტეტი წამების და საკუთრების წართმევის ფაქტებს შეისწავლის

2015.02.11  |  12:02

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, კომიტეტის ფარგლებში ორი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. ერთი ჯგუფი არაადამიანური მოპყრობისა და წამების ფაქტების, მეორე კი საკუთრების უკანონო ხელყოფის საქმეებზე იმუშავებს.

სრულად
 (photo: )

საიას დამკვირვებლები კონკურსების შედეგად გადაწყვეტილების მიღების პროცესს არ დაასწრეს

2015.02.02  |  13:02

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში საკონკურსო – საატესტაციო კომისიებმა, კონკურსში მონაწილე პირებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღების პროცესს საიას დამკვირვებლები არ დაასწრეს. ზოგიერთმა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ კი საიას საერთოდ უარი უთხრა და არ მისცა გასაუბრებაზე დასწრების შესაძლებლობა.

სრულად
 (photo: )

სასამართლომ გიორგი კლდიაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა

2015.01.15  |  20:01

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ყოფილი დირექტორის გიორგი კლდიაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა საქმეში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო.

სრულად

მულტიმედია