ახალი ამბები სპორტი

 (photo: )

ოლიმპიურ ცეცხლს წალკაში და დმანისში ჩაიტანენ

2015.06.02  |  11:06

„თბილისი 2015“-ის ოლიმპიურ ცეცხლს დღეს, წალკაში, თეთრი წყაროსა და დმანისში ჩაიტანენ. ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით, ცეცხლი ღამით დმანისში დარჩება. ხვალ კი ოლიმპიური ცეცხლის მარშრუტი ბოლნისი და მარნეული იქნება.

სრულად
 (photo: )

ძიუდოს ნაკრებმა თბილისის გრან პრიზე 2 ოქროს, 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

2015.03.23  |  13:03

საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებმა თბილისის გრან პრიზე 2 ოქროს, 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონები ბექა ღვინიაშვილი (90) და ლევან მატიაშვილი (+100) გახდნენ, რომლებმაც ფინალში თანაგუნდელებს, ვალერი ლიპარტელიანსა (90) და ადამ ოქრუაშვილს (+100) მოუგეს. 

სრულად
 (photo: )

საქართველოს მასშტაბით სასკოლო სპორტული ოლიმპიადა იწყება

2015.03.06  |  13:03

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელშეწყობითა და ჩართულობით, მასშტაბურ სასკოლო სპორტულ  ოლიმპიადას იწყებს.

სრულად
 (photo: )

21 თებერვალს თბილისში გურამ გუგენიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება

2015.02.10  |  14:02

21 თებერვალს, თბილისში, შერეულ ორთაბრძოლებში M1 ეგიდით 55-ე ეტაპი ჩატარდება. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მსოფლიოს 15-მდე ქვეყნიდან უძლიერესი მებრძოლები ესტუმრებიან. თბილისში დაგეგმილი ტურნირი გურამ გუგენიშვილის ხსოვნას მიეძღვნება.

სრულად
 (photo: )

რუსთავში ბორის პაიჭაძის სახელობის საფეხბურთო აკადემია აშენდება

2015.02.03  |  17:02

რუსთავში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ბორის პაიჭაძის სახელობის საფეხბურთო აკადემია აშენდება. ფეხბურთის ფედერაციამ მშენებლობის პრეზენტაცია ფეხბურთელის 100 წლის იუბილეს დაამთხვია. დღესვე აკადემიის ტერიტორიაზე ბორის პაიჭაძის მემორიალური დაფა გახსნეს, მშენებლობის დასრულების შემდეგ კი მისი ძეგლი დაიდგმება. 

სრულად
 (photo: )

ფეხბურთის ფედერაციას ბავშვთა აკადემიის შესაქმნელად მიწის ნაკვეთი 1 ლარად გადაეცა

2015.01.26  |  17:01

ფეხბურთის ფედერაცია ბავშვთა ფეხბურთის აკადემიას შექმნის. შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ფედერაციამ სახელმწიფოსგან რუსთავში 80 000 კვ.მ არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 1 ლარად უკვე მიიღო. ბავშვთა საფეხბურთო აკადემია ფუნქციონირებას 2 წელში დაიწყებს.

სრულად
 (photo: )

იოსებ ხუციშვილმა ამოტრიალებული მტევნებით აზიდვაში გინესის რეკორდი დაამყარა

2015.01.24  |  14:01

იოსებ ხუციშვილმა ამოტრიალებული მტევნებით აზიდვაში გინესის რეკორდი დაამყარა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტულ კომპლექსში, მსოფლიოს ცამეტგზის რეკორდსმენმა, შსს-ს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის თანამშრომელმა, პოლიციის მაიორმა იოსებ ხუციშვილმა ორ ხელზე, ამოტრიალებული მტევნებით აზიდვაში გინესის რეკორდი დაამყარა. მან ბრიტანელი რეკორდსმენის მიერ 2011 წელს დამყარებული რეკორდი მოხსნა და ამოტრიალებული ხელის მტევნებით, 28,2 კილოგრამიანი სიმძიმით, ერთ წუთში 55 აზიდვა შეასრულა.

სრულად
 (photo: )

მთავრობამ ჭადრაკის განვითარების სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა

2015.01.06  |  13:01

საქართველოს მთავრობამ ჭადრაკის განვითარების  სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა. მთავრობის დადგენილებით, ფინანსთა სამინისტრომ სპორტის სამინისტროს პროგრამის განსახორციელებლად 2015–2018 წლებში 33 178 649 ლარი უნდა გამოუყოს. განათლების სამინისტრომ კი უნდა განიხილოს საბავშვო ბაღებსა და დაწყებით კლასებში ჭადრაკის სწავლების შემოღების საკითხი.

სრულად
 (photo: )

თამაშების ჩაწყობაში ბრალდებულ მსაჯებს სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცეს

2014.09.25  |  14:09

სამსაჯო კომიტეტმა თამაშების ჩაწყობაში ბრალდებულ 8 მსაჯს სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცა. სამსაჯო კომიტეტის თავმჯდომარის სერგო კვარაცხელიას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მათგანს ბრალი არ დაუმტკიცდება, შეუძლია  ფეხბურთის ფედერაციას მიმართოს და  აღდგენა მოითხოვოს. 

სრულად
 (photo: )

ფეხბურთის ფედერაციის 8 მსაჯი კომერციული მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს

2014.09.24  |  17:09

შს სამინისტროს ანტიკორუფციულმა სააგენტომ კომერციული მოსყიდვის ბრალდებით ხებურთის ფედერაციის 8 მსაჯი დააკავა. შსს–ს ინფორმაციით, დაკავებულები 2500-დან 5000 აშშ დოლარამდე თანხის სანაცვლოდ წინასწარ ურიგდებოდნენ მოქალაქეებს მათი მსაჯობით ჩასატარებელ თამაშებში ფეხბურთელთა დასაჯარიმებელი ყვითელი და წითელი ბარათების რაოდენობაზე.

სრულად