წალკის მართლმადიდებლურ ტაძარში ჯოკონდას სურათი ჰკიდია [Photo]

2015.11.27  |  11:10
წალკის მართლმადიდებლურ ტაძარში ჯოკონდას სურათი ჰკიდია [Photo]

საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია „ფეისბუქის“ გვერდზე წალკის რაიონის ერთ-ერთ ტაძარში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, სადაც კედელზე ლეონარდო და ვინჩის ნახატი „მონა ლიზა“ ჰკიდია, გარშემო კი სანთლებია დანთებული.

„ჩვენი ასოციაციის წევრები წალკის მუნიციპალიტეტში გამართული ექსპედიციისას, ერთ-ერთ მართლმადიდებლურ ტაძარში ასეთ ვითარებას წააწყდნენ”, - წერია საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის „ფეისბუქ“ პოსტში.