2, 3, 4, თვის ბავშვებს ჰექსავალენტური ვაქცინაცია 1-ლი დეკემბრიდან უფასოდ ჩაუტარტდეებათ

2015.11.27  |  07:01
2, 3, 4, თვის ბავშვებს  ჰექსავალენტური ვაქცინაცია 1-ლი დეკემბრიდან უფასოდ ჩაუტარტდეებათ

1-ლი დეკემბრიდან ექვსკომპონენტიან ვაქცინას დიფტერიის, ყივანახველის, ტეტანუსის, პოლიომიელიტის, B ტიპის ჰემოფილური ინფექციისა და B ჰეპატიტის წინააღმდეგ სახელმწიფო ბენეფიციარებისთვის უფასოდ უზრუნველყოფს. პროფილაქტიკური აცრები 2, 3, 4, თვის ასაკის ბავშვებს ჩაუტარდება, რომელიც  ადრე გამოყენებულ ორ ვაქცინას - პენტავალენტურ და პოლიომილიტის ორალურ ვაქცინებს ჩაანაცვლებს. 

აქამდე  ჰექსავალენტური ვაქცინა მხოლოდ კომერციულ ქსელში, ე.წ „ფასიანი ვაქცინის“ სახით იყიდებოდა.

 

ჰექსავალენტური ვაქცინის მწარმოებელი კომპანიაა სანოფი პასტერი. მწარმოებელი ქვეყანა - საფრანგეთი.

 

ჰექსაქსიმი არის 6 კომპონენტიანი ვაქცინის გამოყენება შეიძლება ბავშვებში 6 კვირიდან. ჰექსაქსიმის ვაქცინა ორგანიზმში მოქმედებს  საკუთარი ანტისხეულების გამომუშავებით იმ ბაქტერიებისა და ვირუსების წინააღმდეგ, რომლებიც სხვადასხვა ინფექციურ დაავადებებს იწვევს.