2016 წლის ივლისიდან პენსიები 180 ლარამდე გაიზრდება

2015.11.27  |  06:58
2016 წლის ივლისიდან პენსიები 180 ლარამდე გაიზრდება

2016 წლის 1-ლი ივლისიდან პენსიები 180 ლარი გახდება, - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით 2012 წელთან შედარებით პენსიები 64%-მდეა გაზრდილი. 

ღარიბაშვილის განმარტებით, მთავრობამ თავიდანვე განაცხადა, რომ ბიუჯეტი იქნებოდა სოციალურად ორიენტირებული და მომავლი წლის ბიუჯეტიც ასეთი იქნება.

 

„2016 წლის ბიუჯეტიც სოციალურად ორიენტირებული იქნება. ეს სახსრები განკუთვნილი იქნება პენსიებისა და პედაგოგების საბაზო ხელფასების ზრდისათვის, მაღალმთიანი რეგიონების განვითარების ხელშეწყობისა და სხვა ღონისძიებებისათვის. პირველ რიგში, შევეხები პენსიების საკითხს. გადავწყვიტეთ, რომ 2016 წლის პირველი ივლისიდან პენსიები გახდეს 180 ლარი. 2012 წელთან შედარებით პენსიები 64%-მდეა გაზრდილი. ასე რომ, ჩვენ 600 მილიონი ლარით მეტს გავცემთ პენსიონერებისთვის,“–აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, დაინერგოს პენსიის დაგროვებითი სისტემა და ეტაპობრივად გადავიდეთ ახალ სისტემაზე.