საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება

2015.11.26  |  08:08
საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება

საქართველოს მასშტაბით, საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, არდადეგები 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. სასწავლო პროცესი 15 იანვარს განახლდება.

რაც შეეხება, კერძო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებს, განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული სასწავლო დაწესებულებები არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღებს თავად განსაზღვრავენ.