„გარდაბნის თბოსადგურს“ ტარიფი დაუდგინდა

2015.11.16  |  10:57
„გარდაბნის თბოსადგურს“ ტარიფი დაუდგინდა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ შპს „გარდაბნის თბოსადგურს“ გარანტირებული სიმძლავრის საფასური და ელექტროენერგიის წარმოების ზღვრული ტარიფი (ზედა ზღვარი) დაუდგინა. კომისიის გადაწყვეტილებით შპს „გარდაბნის თბოსადგურს“ გარანტირებული სიმძლავრის საფასური – 366 173 ლარი/დღე, ხოლო გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ზღვრული ტარიფი (ზედა ზღვარი) 6.659 თეთრი/კვტსთ-ით განისაზღვრა.

მოქმედების ვადა 2015 წლის პირველი ნოემბრიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

 

შესაბამისი ცვლილებები შევიდა „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის N33 დადგენილებაში.