გარდაბნის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

2015.11.14  |  07:37
გარდაბნის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ბრალდებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, ქალაქ გარდაბანში უნებართვო მშენებლობის პროცესში სამსახურებრივი  მფარველობის სანაცვლოდ, მოქალაქეს   ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 500 აშშ დოლარი.

 

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე ვადით.