გარდაბნის გამგეობამ 6 ვაკანსიკაზე კონკურსი გამოაცხადა

2015.11.11  |  08:22
გარდაბნის გამგეობამ 6 ვაკანსიკაზე კონკურსი გამოაცხადა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 6 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა. დაინტერესებულ პირებს რაგისტრაციის გავლა საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე www.hr.gov.ge 18 ნოემბრამდე შეუძლიათ. 

ვაკანტურია შემდეგი პოზიციები: გამგებლის წარმომადგენელი ახალი სამგორის ადმინისტრაციულ ერთეულში; გამგებლის წარმომადგენელი ჯანდარის ადმინისტრაციულ ერთეულში; გამგებლის წარმომადგენელი კრწანისის ადმინისტრაციულ ერთეულში; გამგებლის წარმომადგენელი თელეთის ადმინისტრაციულ ერთეულში; გამგებლის წარმომადგენელი ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში.

 

ვაკანტურ თანამდებობებზე ხელფასი 900 ლარია.

 

კონკურსი სამ ეტაპს განცხადების გადარჩევას, ტესტირებას და გასაუბრებას მოიცავს.

 

გარდაბნის გამგეობის ინფორმაციით, კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ხმათა უმრავლესობით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.