პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაციის დასრულებამდე 3 დღე დარჩა

2015.09.25  |  07:04
პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაციის დასრულებამდე 3 დღე დარჩა

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 27 სექტემბერს სრულდება. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, სახელმწიფოს სრული დაფინანსებით, დაეუფლონ სასურველ პროფესიას: ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, მომსახურებისა და სხვა მიმართულებებით.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით არსებულ საინფორმაციო ცენტრებში, სამინისტროს საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში. რეგისტრაციის მსურველმა თან უნდა იქონიოს მხოლოდ პირადობის მოწმობა.

 

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, აპლიკანტმა, საწყის საფეხურზე სწავლის დასაწყებად, უნდა გაიაროს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირება.


კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯში რეგისტრაცია მიმდინარეობს შემდეგ პროფესიულ-საგანმანათლებლო პროგრამებზე: ფერმერი; მევენახე-მეღვინე; ვეტერინარული მომსახურების სპეციალისტი; ხილ-ბოსტნეულის გადამმუშავებელი; მეხილე; მეფუტკრე; მზარეული; დურგალი; ელექტრიკოსი; მეფილე-მომპირკეთებელი; კალატოზი; სავალი ნაწილის ტექნიკოსი; ძრავის შემკეთებელი; ტრაქტორისტ-მემანქანე; ტუროპერატორი; გიდი; სასტუმრო საქმის მწარმოებელი; კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსი; ფარმაცევტის თანაშემწე; ექთნის თანაშემწე; მემინანქრე; მხატვარ-შემსრულებელი; კერამიკული ნაწარმის სპეციალისტი; დეკორატიული და გამოყენებითი ქსოვილების სპეციალისტი; თექის ხელოსანი.