ნინა სუბლატი „ევროვიზიის“ ფინალურ ტურში იმღერებს [Video]

2015.05.20  |  11:37
ნინა სუბლატი „ევროვიზიის“ ფინალურ ტურში იმღერებს [Video]

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გამართულ „ევროვიზიის“ კონკურსის პირველ ნახევარფინალში, რომელშიც 16 მომღერალი მონაწილეობდა ქართველი შემსრულებელი ნინა სუბლატი ბოლო, მე-16 ნომრად გამოვიდა. საკუთარი დაწერილი სიმღერით „Warrior“, მომღერალი 10 ფინალისტს შორის მოხვდა და ფინალურ ტურში გადავიდა, რომელიც 23 მაისს გაიმართება.

მეორე ნახევარფინალური ტური 21 მაისს ჩატარდება და 17 შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას.

 

ნინა სულაბერიძე 1995 წლის 31 იანვარს ქალაქ მოსკოვში დაიბადა. ადრეულ ასაკში სამშობლოში დაბრუნდა და სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისის სამხატვრო აკადემიაში ინტერიერისა და დიზაინის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

 

2013 წელს გახდა მუსიკალური პროექტის, „საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებული.

 

2014 წელს სწავლა განაგრძო სახელმწიფო კონსერვატორიაში მუსიკის ტექნოლოგიის ფაკულტეტზე. ამავე წელს გამოვიდა მისი ალბომი სახელწოდებით Dare to Be Nina Sublatti.