RMG Gold-მა გარემოსდაცვითი აუდიტის ჩატარებაზე ტენდერი გამოაცხადა

2015.02.19  |  11:05
RMG Gold-მა გარემოსდაცვითი აუდიტის ჩატარებაზე ტენდერი გამოაცხადა

კომპანია RMG Gold-მა გარემოსდაცვითი აუდიტის ჩატარებაზე ტენდერი გამოაცხადა. კომპანიის ინფორმაციით, გარემოსდაცვითი აუდიტის მიზანია უზრუნველყოს გარემოსდაცვითი მაჩვენებლების დამოუკიდებელი შეფასება შპს „არემჯი გოლდისა“ და სს „არემჯი კოპერის“ კუთვნილ სამთო-მოპოვებით საწარმოებში, რომლებიც ბოლნისის რაიონში დაბა კაზრეთში მდებარეობს.

„კომპანიამ გარემოსდაცვითი აუდიტის ტენდერში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს გარემოსდაცვით-საკონსულტაციო სფეროში დასაქმებული, ავტორიტეტული და მაღალკვალიფიციური კომპანიები შეარჩია. 17 თებერვალს, პოტენციურ კანდიდატებს კომპანიამ ინდივიდუალურად დაუგზავნა მოთხოვნა კომერციულ შეთავაზებაზე და მისი პირობები“,-განაცხადეს „RMG Gold“-ში.

 

ტენდერში მონაწილე კანდიდატებმა თავიანთი შეთავაზებები კომპანიას 27 თებერვალს, 17:00 საათამდე უნდა წარუდგინონ. „RMG Gold-“ი "ტენდერში გამარჯვებულს 4 მარტს გამოავლენს.