სოფელ აღთაქალაში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა

2015.02.07  |  15:01
სოფელ აღთაქალაში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლებმა გარდაბნის რაიონის სოფელ აღთაქალაში მდინარე მტკვარზე ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. გარემოს დაცვის ინსპექციის ქვემო ქართლის ბიუროს ინფორმაციით, სამართალდამრღვევებს ჩამოერთვათ სამართალდარღვევის ჩადენის იარაღები და უკანონოდ მოპოვებული 30 კილოგრამი სხვადასხვა ჯიშის თევზი.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს გარემოსთვის მიყენებული ზიანის დადგენა. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა.