ელგუჯა ხოკრიშვილმა სართიჭალის სატყეო სანერგე მეურნეობა დაათვალიერა

2015.02.02  |  17:20
ელგუჯა ხოკრიშვილმა სართიჭალის სატყეო სანერგე მეურნეობა დაათვალიერა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი სართიჭალის სატყეო სანერგე მეურნეობაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. სანერგე მეურნეობაში შიდა სამეურნეო გზების, სარწყავი სისტემისა და გარე პერიმეტრის აღდგენა მიმდინარეობს. 

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სანერგეში გამოყვანილი წიწვოვანი და ფოთლოვანი ჯიშის სატყეო სახეობებით (კავკასიური ფიჭვი, მინდვრის ნეკერჩხალი, იფანი, ფშატი) გაზაფხულზე ბორჯომში, დაბა ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შედეგად განადგურებული ტყის მასივის აღდგენა გაგრძელდება.

 

სანერგე მეურნეობა აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიის მანქანა-დანადგარებით, სადაც ხდება გირჩისა და თესლის გადამუშავება, დახარისხება და შემდგომ მისი დათესვა როგორც ღია გრუნტში ასევე სასათბურე მეურნეობაში კონტეინერული ნერგის წარმოებისთვის.