ახალი ამბები

 (photo: )

პარლამენტმა ირაკლი შოთაძე მთავარ პროკურორად დაამტკიცა

2015.11.27  |  12:11

საქართველოს პარლამენტმა 82 ხმით 15-ის წინააღმდეგ მტავარი პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძე დაამტკიცა. შოთაძემ ამ თანამდებობაზე გიორგი ბადაშვილი შეცვალა.

სრულად
 (photo: )

ქვემო ქართლში ანსამბლებს და სამუსიკო სკოლებს მუსიკალური ინსტრუმენტები გადაეცეთ

2015.11.27  |  11:11

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ მანანა ბერიკაშვილმა, რეგიონებში კულტურის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თეთრიწყაროს და წალკის ფოლკლორულ ანსამბლებს, ასევე ქალაქ რუსთავის სამუსიკო სკოლებსა და ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო დრამატული თეატრის ანსამბლს საჩუქრად მუსიკალური ინსტრუმენტები გადასცა. 

სრულად
 (photo: )

წალკის მართლმადიდებლურ ტაძარში ჯოკონდას სურათი ჰკიდია [Photo]

2015.11.27  |  11:11

საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია „ფეისბუქის“ გვერდზე წალკის რაიონის ერთ-ერთ ტაძარში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, სადაც კედელზე ლეონარდო და ვინჩის ნახატი „მონა ლიზა“ ჰკიდია, გარშემო კი სანთლებია დანთებული.

სრულად
 (photo: )

მარნეულში მზის სათბურები მოეწყობა

2015.11.27  |  08:11

მარნეულში სადემონსტრაციო სათბურების მშენებლობა დეკემბერში დასრულდება. სათბურები 5 ჰექტრამდე მიწის ფართობზეა და ტერიტორიაზე მზის სათბურების, ერთსივრციანი სათბურები და სხვა დამხმარე ნაგებობები საქართველო-ჩინეთის ერთობლივი პროექტის ფარგლებში  აშენდება.

სრულად
 (photo: )

2016 წელს საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამა გაგრძელდება

2015.11.27  |  07:11

„ხელისუფლებას ჰქონდა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის სამწლიანი პროგრამა, თუმცა გადაწყვეტილია, რომ ეს პროგრამა 2016 წელსაც გაგრძელდება და ჩვენ უფასოდ ჩავატარებთ საგაზაფხულო სამუშაოებს მოსახლეობისთვის, ასევე გავაგრძელებთ მეწარმეების დახმარებას“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.  

სრულად
 (photo: )

2, 3, 4, თვის ბავშვებს ჰექსავალენტური ვაქცინაცია 1-ლი დეკემბრიდან უფასოდ ჩაუტარტდეებათ

2015.11.27  |  07:11

1-ლი დეკემბრიდან ექვსკომპონენტიან ვაქცინას დიფტერიის, ყივანახველის, ტეტანუსის, პოლიომიელიტის, B ტიპის ჰემოფილური ინფექციისა და B ჰეპატიტის წინააღმდეგ სახელმწიფო ბენეფიციარებისთვის უფასოდ უზრუნველყოფს. პროფილაქტიკური აცრები 2, 3, 4, თვის ასაკის ბავშვებს ჩაუტარდება, რომელიც  ადრე გამოყენებულ ორ ვაქცინას - პენტავალენტურ და პოლიომილიტის ორალურ ვაქცინებს ჩაანაცვლებს. 

სრულად
 (photo: )

2016 წლის ივლისიდან პენსიები 180 ლარამდე გაიზრდება

2015.11.27  |  06:11

2016 წლის 1-ლი ივლისიდან პენსიები 180 ლარი გახდება, - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით 2012 წელთან შედარებით პენსიები 64%-მდეა გაზრდილი. 

სრულად
 (photo: )

საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება

2015.11.26  |  08:11

საქართველოს მასშტაბით, საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, არდადეგები 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. სასწავლო პროცესი 15 იანვარს განახლდება.

სრულად
 (photo: )

„გარდაბნის თბოსადგურს“ ტარიფი დაუდგინდა

2015.11.16  |  10:11

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ შპს „გარდაბნის თბოსადგურს“ გარანტირებული სიმძლავრის საფასური და ელექტროენერგიის წარმოების ზღვრული ტარიფი (ზედა ზღვარი) დაუდგინა. კომისიის გადაწყვეტილებით შპს „გარდაბნის თბოსადგურს“ გარანტირებული სიმძლავრის საფასური – 366 173 ლარი/დღე, ხოლო გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ზღვრული ტარიფი (ზედა ზღვარი) 6.659 თეთრი/კვტსთ-ით განისაზღვრა.

სრულად
 (photo: )

გარდაბნის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

2015.11.14  |  07:11

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ბრალდებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი დააკავა.

სრულად