სამაუწყებლო კომპანია „ბოლნელმა“ რადიო მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო

2015.06.10  |  11:29
სამაუწყებლო კომპანია „ბოლნელმა“ რადიო მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო

შპს „სამაუწყებლო კომპანია ბოლნელმა“ ბოლნისში რადიო მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ბოლნისში FM 107.3 კერძო საერთო რადიო მაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულად შპს „სამაუწყებლო კომპანია ბოლნელი“ 9 ივნისს გამართულ სხდომაზე გამოაცხადდა.

კომპანიამ რადიო მაუწყებლობის ლიცენზიის საფასური 6 075 ლარი საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს.

 

შპს „სამაუწყებლო კომპანია ბოლნელი“ მაუწყებლობას ლიცენზიის მიღებიდან 2-3 თვის ვადაში დაიწყებს.