სტატიები

 (photo: )

არჩევნები - ეთნიკური აზერბაიჯანელი ამომრჩევლების პრობლემები, დაპირებები და მოლოდინები

2016.10.07  |  12:10

უმუშევრობა, სასმელი და სარწყავი წყლის, ბუნებრივი აირის და დენის  არარსებობა, სასკოლო განათლების დაბალი ხარისხი, ქალთა დაუცველი უფლებები - საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს დღეს ყველაზე მეტად ეს პრობლემები აწუხებთ.  

სრულად
 (photo: Iuri Puchkovski)

სახელმწიფოს მიერ აზომვითი ნახაზის საფასურის ანაზღაურება

2016.09.29  |  08:09

მიწის რეგისტრაციის რეფორმამ, რომელიც 2016 წლის 1 აგვისტოს დაიწყო,  რეგისტრაციის პროცედურა მნიშვნელოვნად გაამარტივა და ამ პროცესში არსებული ბარიერები მოხსნა.

სრულად
 (photo: )

მიწაზე საკუთრების რეგისტრაცია გამარტივდა

2016.09.16  |  06:09

პირველი აგვისტოდან ძალაში მიწის რეგისტრაციის ახალი კანონი შევიდა, რეფორმა, რომლის ინიციატორი იუსტიციის სამინისტროა, უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურების გამარტივებასა და მესაკუთრის უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული . 

სრულად
 (photo: )

მოტაცებული ბავშვობა და მოზარდი გოგონების კოშმარი გარდაბნის რაიონში

2015.10.19  |  12:10

„პირველად რომ მომიტაცეს, მე-12 კლასში ვსწავლობდი. 17 წლის ვიყავი. უმაღლესი სასწავლებლისთვის ვემზადებოდი. სახლში დედასთან ერთად ვბრუნდებოდი, მიწაზე მათრიეს და მანქანაში ძალით ჩამსვეს. დედაჩემი კი ცემეს და ახლოს მდებარე წყლის არხში ჩააგდეს.“

სრულად
 (photo: )

რა კატეგორიის სტუდენტები მიიღებენ დაფინანსებას სოციალური პროგრამის ფარგლებში

2015.09.03  |  09:09

სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მიზნით, ბაკალავრიატის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე განცხადებების მიღება დაიწყო. სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვებლად სტუდენტმა განცხადება, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, უნდა წარადგინოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ან შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრში 2015 წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით.

სრულად
 (photo: )

მექანიკური სტალინი, „მავზოლეუმი“ და ბელადის სახელობის ბაღ – მუზეუმი ახალსოფელში [Photos - Video]

2015.05.22  |  21:05

გარდაბნის რაიონის სოფელ ახალსოფელში თემურ კუნელაურს საცხოვრებელი სახლის ეზოში სტალინის ბაღ – მუზეუმი აქვს. ბაღ – მუზეუმი შვიდი კუთხისგან შედგება, მათ შორის არის „მავზოლეუმი“, სადაც ცვილისგან შექმნილი სტალინია დასვენებული. „რუსეთიდან მოდიოდნენ, მუხლის ჩოქებზე დგებოდნენ, ადექი, მოგვხედე, ქვეყანა აღარ არის, დაინგრაო, ასე იძახდნენ“, – ამბობს თემურ კუნელაურის მეზობელი გიორგი ბიძინაშვილი. ბაღ – მუზეუმის ერთ–ერთ კუთხეში მექანიკური სტალინი იდგა, რომელიც ტრიბუნაზე ადიოდა და „საზოგადოებას მიმართავდა“....

სრულად
 (photo: )

როდის ჩავანაცვლებთ იმპორტულ პომიდორს ქართულით

2015.05.05  |  18:05

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2013 წელს საქართველოში 75 ათასი ტონა პომიდორი მოიყვანეს. ეს ბოლო მონაცემია, რომელიც სტატისტიკის ეროვნულ სააგენტოს ამ დროისთვის აქვს და ის წინა წლის მაჩვენებელს 17%–ით აღემატება (2012 წელს– 63,9 ათასი ტონა პომიდორი მოვიდა, 2011 წელს– 61,6 ათასი ტონა, 2010 წელს– 56 ათასი ტონა). ეს მოსავალი არსებულ მოთხოვნას, განსაკუთრებით ზამთარში, ვერ აკმაყოფილებს და ქვეყანაში კვლავაც დიდი ოდენობით იმპორტირებული პომიდორი შემოდის. 

სრულად
 (photo: )

ევროკავშირში ვაშლზე მეტად მოთხოვნადი ზღმარტლი, ნუში, მსხალი და კაკალია

2015.04.10  |  11:04

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად  უძღვება. ბაღი გააახლეს - „სინაფის“ და „ჩემპიონის“ ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - „გრანი სმიტით“, „ჯონათი“ და „გოლდენით“ ჩაანაცვლეს. 1 ჰა-ზე სულ მცირე 30-40 ტონა ვაშლს კრეფენ. 

სრულად
 (photo: )

სააპელაციო სასამართლომ საყდრისზე მთავრობის და კულტურის სამინისტროს საჩივარი არ დააკმაყოფილა

2015.03.02  |  13:03

თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს მთავრობისა და კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საჩივარი და ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც კულტურის სამინისტროს საყდრისი-ყაჩაღიანისთვის ისტორიული ძეგლის სტატუსის მოხსნის გადაწყვეტილების გადახედვა დაევალა. 

სრულად
 (photo: )

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენის რეგულაციები იცვლება

2015.02.11  |  17:02

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენის რეგულაციები იცვლებაიუსტიციისა და ეკონომიკის სამინისტროებმა უცხოელებისათვის სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენასთან დაკავშირებული რეგულაციების ახალი მოდელი შეიმუშავეს. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ახალი პროექტი მიზნად ისახავს მიწის უცხოელზე გაყიდვის არა ბრმად აკრძალვას, არამედ შესაბამისი პირობების დაწესებას იმისათვის, რომ მიწა იყიდონ მხოლოდ მაშინ, როცა ინვესტიცია შემოაქვთ და მონაწილეობენ ქართული ეკონომიკის აღორძინებაში.

სრულად